თქვენ აქ ხართ

როგორ დავზოგო თანხა კრედიტის აღებისას?

28 ნოემბერი 2017

მართალია, კრედიტი ნიშნავს დროებით თანხის მიღებას, თუმცა ხშირად ის დაკავშირებულია შემდგომში უფრო მეტი თანხის დახარჯვასთან. ამ დანახარჯის შესამცირებლად, გირჩევთ გამოიყენოთ ქვევით მოცემული რამდენიმე მარტივი მეთოდი.

1. შეადარეთ ერთმანეთს სხვადასხვა კრედიტორი

სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას აქვს განსხვავებული საპროცენტო პოლიტიკა. თუ თქვენ პირველად იღებთ სესხს, მიზანშეწონილი იქნებოდა სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კრედიტის პირობების დეტალურად გაცნობა. ასეთი ორგანიზაციების უმეტესობას ამის შესახებ ინფორმაცია მოცემული აქვთ საკუთარ ოფიციალურ საიტზე.

მართალია, საქართველოში არსებობს ათობით მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და მათგან თითოეულის პოვნა და შემდეგ დეტალურად საიტის შესწავლას დიდი დრო უნდა. ზუსტად ამიტომ, ჩვენმა პორტალმა შეისწავლა მათგან თითოეული და ყველაზე საუკეთესო პირობების მქონე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები წარმოდგენილია ჩვენს რეიტინგში, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია მათი პირობების შესახებ. თქვენთვის საუკეთესო მაჩვენებლის მქონე კომპანიის არჩევით, თქვენ დაზოგავთ თანხას.

2. ვადაზე ადრე დაფარეთ კრედიტი

რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელიც განსხვავდება კომპანიების მიხედვით, თუმცა არსებობს ზოგადი ტენდენცია. თითოეულ კრედიტორს უნდა წაახალისოს მსესხებელი, რომ მან სწრაფად დაფაროს აღებული სესხი. ამისთვის მრავალი კომპანია იყენებს შემდეგ ხერხს - მაგალითად, თუ კრედიტორი 30 დღის ვადით აღებულ სესხს მთლიანად დაფარავს მე-15 დღეს, მაშინ მას აღარ უწევს დანარჩენი 15 დღის პროცენტის გადახდა. იგი ფარავს მხოლოდ ძირ თანხასა და პირველი 15 დღის საპროცენტო განაკვეთს. ეს შეიძლება ვრცელდებოდეს ნებისმიერი ვადით აღებულ სესხზე. ამ ინფორმაციის გაცნობა შესაძლოა თითოეული კომპანიის საიტზე ან ჩვენს რეიტინგში მოცემულ აღწერაში. სესხის ვადაზე ადრე დაფარვით, თქვენ დაზოგავთ თანხას.

3. გამოიყენეთ იგივე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია

ნებისმიერი სფეროში მოქმედი, მათ შორის მიკროსაფინანსო, ორგანიზაციები ახალი მომხმარებლების მოზიდვის გარდა, მაქსიმალურად ცდილობენ შეინარჩუნონ უკვე არსებულ მომხმარებელი. ამას ისინი ცდილობენ მომხმარებლისთვის მიმზიდველი პირობების შემოთავაზებით. იმავე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მეორადი სესხის აღებისას, როგორც წესი, გეძლევათ თანხის უფრო მაღალი ლიმიტი, უფრო დიდი დროით სესხის აღების შესაძლებლობა და ასევე ნაკლები საპროცენტო განაკვეთი.

აქედან გამომდინარე, თუ თქვენ პირველად იღებთ სესხს, გირჩევთ სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დეტალურად შეისწავლოთ გრძელვადიანი პერსპექტივით. აირჩიეთ ის ორგანიზაცია, რომელიც მომავალში ყველაზე მომგებიან პირობებს შემოგთავაზებთ. უფრო მომგებიანია იყოთ ერთი ორგანიზაციის ერთგული მომხმარებელი, ვიდრე თითოეული სესხისთვის იყენებდეთ სხვადასხვა მიკროსაფინანსო. იმავე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში განმეორებით სესხის აღებით, თქვენ დაზოგავთ თანხას.

ამ სტატიაში ჩვენ შემოგთავაზეთ ის სამი ყველაზე გავრცელებული მეთოდი, რომლითაც შეგიძლიათ დაზოგოთ თანხა კრედიტის აღებისას. თანხის დაზოგვა შესაძლებელია ყოველდღიური ცხოვრების სხვა ნაწილებში. მაგალითად, ერთ-ერთი ხერხი არის საგადასახადო სისტემის კარგად შესწავლა და გადასახადებზე ნაკლები თანხის დახარჯვა. ამისთვის, შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენი სტატია: „როგორია საქართველოში საგადასახადო სისტემა?

მომწონდა?
მე მომწონს!

0

თქვენ შეაფასეთ ეს საქონელი


წაიკითხეთ ასევე:

← წინა

გამოხმაურებები

Mogo
გიორგი92 საუკეთესო კომპანიაა საქართველოში ავტოკრედიტების კომპანიებს შორის!
Crediton
ნინო კოლეგებმა მირჩიეს კრედიტონი, რადგან არასდროს არ ამიღია სესხი. კმაყოფილი დავრჩი მაგრამ საპროცენტო განაკვეთი დიდი მომეჩვენა, თუმცა მართალია სხვა კომპანიებში არ ამიღია სესხი.
Credia
თინა პირველად ავიღე სესხი და ძალიან კარგად გავერკვიე ყველაფერში, რადგან ადვილად გამოყენებადი საიტი აქვთ. ასევე ძალიან მომეწონა, რომ დიდი თანხის აღება შეიძლება პირველივე სესხზე, თუმცა მე მცირე თანხა მჭირდებოდა.
გამოხმაურებები →