თქვენ აქ ხართ

როგორ ამოწმებს კრედიტორი ჩემს შემოსავალს?

27 ნოემბერი 2017

ნებისმიერი კრედიტორისთვის მნიშვნელოვანია, რომ მსესხებელმა დროულად და მთლიანად დაფაროს მის მიერ შემოთავაზებული სესხი. ამისთვის სხვადასხვა კრედიტორი სხვადასხვა ხერხს მიმართავს. თითოეულ მათგანს აქვს სპეციალური განაცხადი, რომლის შევსების შემდეგაც, ისინი წყვეტენ, მისცენ თუ არა კრედიტი ამ კონკრეტულ კანდიდატს. თითოეული კრედიტორი განაცხადში ისეთ პარამეტრებს რთავს, რასაც თავად მნიშვნელოვნად თვლის. ამიტომ სხვადასხვა კრედიტორის განაცხადი ერთმანეთისგან შესაძლოა რადიკალურად განსხვავდებოდეს. ისეთი პარამეტრები, როგორიცაა ყოველთვიური შემოსავალი, საკრედიტო ისტორია, თავმდები პირი - შესაძლოა მოთხოვილი იყოს ან არ იყოს კრედიტორის მიერ. ეს განსხვავდება კრედიტორის ტიპისა და სესხის ტიპის მიხედვით. ქვევით განვიხილავთ კრედიტორთა 3 ტიპს და მათთვის დამახასიათებელ დამოკიდებულებას მსესხებლის შემოსავლის მიმართ.

ბანკები

ბანკებში სესხის გაცემისას საკმაოდ დეტალურად ამოწმებენ პოტენციური მსესხებლის პროფილს. ისინი ყოველთვის ითხოვენ მსესხებლისგან მისი ყოველთვიური შემოსავლის შესახებ ინფორმაციას. ზოგჯერ ბანკები აკვირდებიან საკუთარი მომხმარებლის ანგარიშზე თანხის მიმოქცევას და ზუსტად იმ მომენტში სთავაზობენ სესხს, როდესაც ხედავენ, რომ ადამიანს ეს სჭირდება.

როდესაც თქვენ სესხზე განაცხადში უთითებთ, რომ გაქვთ შემოსავალი ამა და ამ ფირმისგან, მაშინ ბანკი პირველ რიგში ამოწმებს, აქვს თუ არა გაფორმებული კონტრაქტი ამ ფირმასთან. თუ ფირმა თქვენ ხელფასს გირიცხავთ ამ ბანკის მეშვეობით, მაშინ მისთვის ძალიან მარტივი იქნება ამის შემოწმება. უკეთესია დაწეროთ რეალური შემოსავალი, ვიდრე მოიტყუოთ და უფრო მაღალი მიუთითოთ. მეორე შემთხვევაში სესხის მიღების ნაკლები შანსი გექნებათ.

თუ ხელფასს სხვა ბანკის მეშვეობით იღებთ, მაშინ ის ბანკი, რომელშიც განაცხადი შეავსეთ, პირველ რიგში შეადარებს თქვენ მიერ მითითებულ ხელფასს ამ რეგიონში საშუალო სახელფასო მაჩვენებელს. თუ ის დიდად არ განსხვავდება მისგან, მაშინ შესაძლოა მეტი შემოწმება აღარ დასჭირდეთ. ხოლო მოულოდნელი რიცხვის ნახვისას, შესაძლოა ბანკის საკრედიტო დეპარტამენტის წარმომადგენელი დაუკავშირდეთ თქვენ მიერ მითითებულ დამსაქმებელს ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, როგორც წესი, უფრო მარტივია სესხზე განაცხადის შევსება, ვიდრე ბანკებში. ამ შემთხვევაში, გეკითხებიან ნაკლებ დეტალს. თუმცა ეს მაინც დამოკიდებულია კონკრეტულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე და მოთხოვნილი სესხის ოდენობაზე. დეტალურად თითოეული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს საიტზე წარმოდგენილ რეიტინგში.

ამ რეიტინგში შეგიძლიათ იხილოთ, რომ ზოგიერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საერთოდ არ ითხოვს ყოველთვიური შემოსავლის შესახებ ინფორმაციას. იმ შემთხვევაში, როცა ისინი ითხოვენ ამ ინფორმაციას, მათ შეიძლება გადაამოწმონ ან არ გადაამოწმონ მესამე პირთან ეს ინფორმაცია. მრავალი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მოკლევადიან სესხს იძლევა 15 წუთში. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი დრო, რომ სკრუპულოზურად გადაამოწმონ თქვენი ყოველთვიური შემოსავალი.

თუმცა მაღალი ოდენობის სესხის გაცემისას, ასევე თუ ის გრძელვადიანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც უფრო უფრთხილდებიან ამ საკითხს. თუ თქვენ ბრძანდებით საჯარო მოხელე, მაშინ ეს ინფორმაცია საჯარო არის და შეუძლიათ რეესტრში გააფორმონ განაცხადი თქვენი ყოველთვიური შემოსავლის საკითზე. ხოლო თუ კერძო სექტორში მუშაობთ, მაშინ თქვენ კონკრეტულ ხელფასს ვერ გაიგებენ ოფიციალურად, თუმცა დასაქმების შესახებ ზოგადი ცნობის მოთხოვნა შეუძლიათ. შემდგომში ისინი შეადარებენ მითითებულ ხელფასს კომპანიის მასშტაბსა და ქვეყანაში ამ პოზიციისთვის არსებულ საშუალო ხელფასს.

კერძო კრედიტორი

კერძო კრედიტორის შემთხვევაში, ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ თქვენ შორის არსებულ პირად შეთანხმებაზე. თუ ის თქვენი ახლობელია, მან შესაძლოა ზოგადად იცოდეს რამხელა ხელფასი გაქვთ. თუ ის თქვენი თანამშრომელია, მაშინ შესაძლოა გაარკვიოს ეს მაჩვენებელი თქვენს სამსახურში სხვა კოლეგასთან. ამ თემასთან დაკავშირებით, წაიკითხეთ ჩვენს საინტერესო სტატიაში: „ღირს თუ არა სესხის აღება მეგობრისგან?“

რომ დავასკვნათ, თითოეულ კრედიტორს აქვს საკუთარი მოთხოვნები და იმის შესახებ გაგება, თუ რამდენად დიდ ყურადღებას აქცევენ ისინი თქვენს ყოველთვიურ ხელფასს, საუკეთესო ხერხია შეისწავლოთ მათი განაცხადი, საკრედიტო ხელშეკრულება. ჩვენ ვეცადეთ გაგვეცნო თქვენთვის ზოგადად დამახასიათებელი სტრატეგია ხელფასის გარკვევასთან დაკავშირებით. თუმცა ამის გარდა კრედიტორები მრავალ სხვა მაჩვენებელს აქცევენ ყურადღებას, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საკრედიტო ისტორია. ამ მაჩვენებლის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ სტატია: „სად ინახება საკრედიტო ისტორია?“

მომწონდა?
მე მომწონს!

0

თქვენ შეაფასეთ ეს საქონელი


წაიკითხეთ ასევე:

← წინა

გამოხმაურებები

Mogo
გიორგი92 საუკეთესო კომპანიაა საქართველოში ავტოკრედიტების კომპანიებს შორის!
Crediton
ნინო კოლეგებმა მირჩიეს კრედიტონი, რადგან არასდროს არ ამიღია სესხი. კმაყოფილი დავრჩი მაგრამ საპროცენტო განაკვეთი დიდი მომეჩვენა, თუმცა მართალია სხვა კომპანიებში არ ამიღია სესხი.
Credia
თინა პირველად ავიღე სესხი და ძალიან კარგად გავერკვიე ყველაფერში, რადგან ადვილად გამოყენებადი საიტი აქვთ. ასევე ძალიან მომეწონა, რომ დიდი თანხის აღება შეიძლება პირველივე სესხზე, თუმცა მე მცირე თანხა მჭირდებოდა.
გამოხმაურებები →