თქვენ აქ ხართ

როგორ ავირჩიოთ საუკეთესო კრედიტორი

25 მარტი 2019

კრედიტორის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. თავისი დატვირთვით ის შეგვიძლია შევადაროთ ძვირადღირებული ტექნიკის შეძენას ან, ზოგიერთ შემთხვევაში, ბიზნეს პარტნიორის შერჩევასაც კი. აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ კრედიტორთან ჩვენი ურთიერთობა არ მთავრდება სასურველი თანხის მიღების მომენტში, არამედ გრძელდება უფრო შორეულ პერსპექტივაშიც.

creditსესხის აღების შემდეგ მსესხებელს კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში აქვს ურთიერთობა კრედიტორთან, სანამ დავალიანება დაფარული არ იქნება. ამის შემდეგაც კი შესაძლოა მომავალში კვლავ გამოვიყენოთ იმავე კრედიტორის მომსახურეობა. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორს წინასწარვე სწორად და ინფორმირებულად შევარჩევთ, მაშინ მომავალში მასთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაგვიმარტივდება და შესაძლოა ბონუსები მივიღოთ.

ამ სტატიაში განხილულია, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ კრედიტის მისაღებად მიკროსაფინანსო კომპანია ან ბანკი, ხოლო თანხის მიღების ალტერნატიული წყაროს შესახებ ინფორმაციის მისაღებად გაეცანით სტატიას: „ღირს თუ არა სესხის აღება მეგობრისგან?

რა უნდა გავითვალისწინოთ შერჩევის დაწყებამდე

როგორც ნებისმიერი სხვა პროდუქტისა ან სერვისის შერჩევისას, აუცილებელია წინასწარ ჩვენი საჭიროებებისა და სურვილების კონკრეტულად ჩამოყალიბება. მსესხებელმა წინასწარ უნდა იცოდეს, თუ რა ზომის და რა დროით სურს კრედიტის აღება. ასევე სასურველია გადავწყვიტოთ, თუ რა არის ჩვენთვის პრიორიტეტული. შესაძლოა, ერთი პარამეტრით ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გვაწყობდეს, ხოლო მეორე პარამეტრით არა. ამიტომ საჭიროა გადავწყვიტოთ, რა კრიტერიუმი არის ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი.

ჩვენ გირჩევთ შემდეგი კრიტერიუმები დაალაგოთ თქვენი პრიორიტეტების მიხედვით და ამის შემდეგ შეუდგეთ კრედიტორის შერჩევას:

  • თანხის ლიმიტი

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, რომ თანხის ლიმიტი მაღალი იყოს? გჭირდებათ 1000 ან მეტი ლარის მიღება თუ დაკმაყოფილდებით უფრო პატარა თანხითაც?

  • სესხის მიღების დრო

თანხა გჭირდებათ სასწრაფოდ (მაგალითად, იმ დღესვე) თუ ამ თანხით მომავალში აპირებთ რაიმეს შეძენას და მისი ანგარიშზე დაჯდომა სასწრაფო არ არის?

  • საპროცენტო განაკვეთი

ზოგიერთ კომპანიაში უფრო მაღალია საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ფარავს სხვა უპირატესობებს - მაგალითად, 24-საათიანი ოპერატორის დახმარება, მარტივად გამოსაყენებელი საიტი და ა.შ. თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია სესხის კომფორტულად მიღება თუ დაბალი პროცენტული განაკვეთის გადახდა?

  • სესხის მიღებისა და დაფარვის გზები

ეს არის უფრო ტექნიკური ასპექტი. გჭირდებათ სესხი საბანკო ბარათზე თუ პირიქით, გირჩევნიათ მიიღოთ თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით (მაგალითად, თუ საბანკო ბარათი არ გაქვთ ან ის დაბლოკილია)? ასევე როგორია თქვენთვის უფრო მოსახერხებელი სესხის დაფარვის გზა - ინტერნეტ საიტიდან თუ კომპანიის ოფისიდან?

კრედიტორის შერჩევის პროცესი

როდესაც თქვენ ჩამოყალიბდით თქვენს მოთხოვნებში და ზუსტად იცით, თუ როგორი კრედიტი და მომსახურეობა გჭირდებათ, მაშინ უკვე შეგიძლიათ შეუდგეთ კონკრეტული კომპანიის პოვნას. იმისთვის, რომ მიიღოთ ყველაზე სწრაფი და იაფი სესხი, აუცილებელია ინფორმაცია გქონდეთ ბევრ კომპანიაზე, რათა მათგან შეარჩიოთ საუკეთესო პირობების მქონე კომპანია. თუმცა გასაგებია, რომ იმისთვის, რომ საქართველოში მოქმედი ყველა მიკროსაფინანსო კომპანიის პირობებს გაეცნოთ, საჭიროა ძალიან ბევრი დროის გატარება მათ საიტებზე ან ოფისებში. ამის სანაცვლოდ, ჩვენ გთავაზობთ მარტივად გამოსაყენებელ რეიტინგს, რომელშიც მოცემულია საქართველოში საუკეთესო კრედიტორების ჩამონათვალი და მათგან თითოეულის პირობების აღწერა. ამრიგად თქვენ უფრო მარტივად გაიგებთ არსებული შესაძლებლობების შესახებ.

თუ თქვენ უკვე შეარჩიეთ სასურველი კომპანია და დარწმუნდით, რომ ზუსტად მისგან გსურთ კრედიტის მიღება, მაშინ დგება არანაკლებ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი - თქვენ უნდა დაარწმუნოთ ეს კომპანია, რომ სანდო პირი ხართ იმისთვის, რომ მიიღოთ კრედიტი. ჩვენ გირჩევთ გაითვალისწინოთ სხვა მსესხებლების შეცდომები, რათა წარმატებით გაიაროთ ეს პროცესი. ამაში დაგეხმარებათ ჩვენი სტატია: „მიკროსესხზე უარის 5 მიზეზი საქართველოში“.

მომწონდა?
მე მომწონს!

0

თქვენ შეაფასეთ ეს საქონელი


წაიკითხეთ ასევე:

← წინა

გამოხმაურებები

Continental City Credit
ქეთა ჩემი მრავალჯერი გამოცდილებიდან გეტყვით რომ საქართველოს სესხების ბაზარზე საუკეთესო კომპანიაა არაა, თუნდაც საიტიდან გამომდინარე, მაგრამ მცირე სესხისთვის სანდო კომპანია ნამდვილად არის.
Mogo
ვიტალი1 საქართველოში საუკეთესოზე საუკეთესო კომპანიაა ავტოკრედიტების ბაზარზე!
NetCredit
ალექსანდრე მადლობა ამ კომპანიას კარგი პერსონალისთვის და პირობებისთვის, ძალიან მიყვარს.
გამოხმაურებები →