თქვენ აქ ხართ

ბონუსები ერთგული მსესხებლებისთვის

27 მარტი 2019

სტატისტიკის მიხედვით, მსესხებლების უმეტესობა წელიწადში ერთ კრედიტზე მეტს იყენებს. ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა - განმეორებითი სესხის დროს ახალ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მივმართოთ თუ ისევ იმავე კომპანიაში ავიღოთ კრედიტი, სადაც პირველად მივედით?

ამ კითხვაზე პასუხში ერთმანეთს ეთანხმებიან როგორც გამოცდილი მსესხებლები, ასევე სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ბევრი მიზეზის გამო, უმჯობესია სესხის განმეორებით აღება იმავე კომპანიაში.

განმეორებითი სესხის უპირატესობები

ნებისმიერი კრედიტორისთვის სასურველია ისეთი კლიენტების შენარჩუნება, რომლებიც დროულად ფარავენ სესხს (ან ფორს მაჟორული სიტუაციის დროს, წინასწარ მაინც ატყობინებენ სავარაუდო მცირე დაგვიანების შესახებ). მათთვის ასეთი კლიენტისთვის ხელახლა კრედიტის მიცემა გულისხმობს ნაკლებ რისკს, ასევე ნაკლებ დროს, რომელსაც განაცხადის შემოწმება სჭირდება, რადგან კომპანიამ უკვე იცის ის ძირითადი მონაცემები კლიენტის შესახებ - საკონტაქტო ინფორმაცია, მისი დასაქმება და ანაზღაურება და ა.შ.

georgian money

თითოეულ მიკროსაფინანსო კომპანიას აქვს ინდივიდუალური ბონუს სისტემა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც რამდენიმეჯერ იღებენ ამ კომპანიაში სწრაფ სესხს. საქართველოში საუკეთესო მიკროსაფინანსო კომპანიების პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს რეიტინგში, რომელიც შედგენილია ამ სფეროში მოღვაწე ექსპერტების მიერ, რათა ერთად თავს მოუყაროს საუკეთესო საკრედიტო შემოთავაზებებს. თუმცა ყველა ამ კომპანიისთვის არის დამახასიათებელი საერთო ტენდენციები, რომლებიც მოცემულია ქვემოთ.

  • უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთი

იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია ნაკლებ რისკს იღებს საკუთარ თავზე და ასევე ნაკლებ რესურსს ხარჯავს თქვენს შემოწმებაზე, მას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ნაკლები „ფასი“ მოგთხოვოთ განმეორებითი სესხისთვის. შესაბამისად, თქვენთვის პროცენტული განაკვეთი უფრო დაბალი იქნება. მაგალითად, ერთ-ერთი კომპანია რამდენიმეთვიან სესხს იძლევა დღეში 1.7%-ად, თუმცა განმეორებითი სესხის აღებისას ეს პროცენტი მცირდება 0.8%-მდე, რაც მის განახევრებას ნიშნავს. ანუ შესაძლოა ორჯერ უფრო იაფი სესხი მიიღოთ კომპანიაში მეორედ მისვლის დროს.

  • უფრო მაღალი თანხის ლიმიტი და გრძელვადიანი კრედიტები

თუ თქვენ ბეჯითად ფარავდით წინა დავალიანებას, მაშინ კომპანია მზად იქნება უფრო დიდი თანხაც განდოთ, რადგან ის უკვე დარწმუნდა თქვენს პასუხისმგებლობაში. მაგალითად, ბევრი კომპანია პირველი სესხის დროს 1000 ლარზე მეტ თანხას არ იძლევა, თუმცა მეორე სესხისას ლიმიტი უკვე 2500 ლარამდე იზრდება. ზოგიერთი კომპანიის ბონუს სისტემა გათვლილია მესამე, მეოთხე და უფრო მეტი განმეორებითი სესხისთვისაც. მაგალითად, მეოთხე სესხის აღებისას თქვენ უკვე 10000 ლარის აღებასაც კი შეძლებთ. აქედან გამომდინარე, თუ რაიმე დიდი თანხა გჭირდებათ ბინის საყიდლად ან ბიზნესის წამოსაწყებად, შეგიძლიათ ეს წინასწარ გათვალოთ და ჯერ უფრო მცირე ზომის სესხები აიღოთ კომპანიაში, დროულად დაფაროთ ისინი, ხოლო ამის შემდეგ კომპანია უკვე დიდ თანხასაც ჩაგირიცხავთ კრედიტის სახით. ამასთანავე, კომპანიების უმეტესობაში თანხის ლიმიტის პროპორციულად იზრდება კრედიტის დაფარვის დროც.

  • სხვადასხვა აქციები

მიკროსაფინანსო კომპანიებს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მომსახურეობას ან მაღაზიას, გააჩნია დროდადრო აქციები, რომლების შესახებ ისინი ინფორმაციას სთავაზობენ მუდმივ მომხმარებლებს. მაგალითად, შესაძლოა თქვენ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოვიდეს მცირე ტექსტური შეტყობინება მიმდინარე აქციის შესახებ, რომელიც ტარდება თქვენ მიერ არჩეულ მიკროსაფინანსო კომპანიაში. ამ აქციების გათვალისწინებით, შესაძლოა სესხის ბევრად უფრო მარტივად და იაფად მიღება. ამიტომ ჩვენ გირჩევთ გაწევრიანდეთ კომპანიის მუდმივ წევრთა კლუბში და მიიღოთ მისგან საინტერესო ინფორმაცია.

რომ შევაჯამოთ, გადამწყვეტი ფაქტორი აქ არის ის, რომ თქვენ კომპანიასთან პირველი შეხებისას უნდა დატოვოთ კარგი შთაბეჭდილება. როგორც ნებისმიერ ადამიანთან კავშირისას - მნიშვნელოვანია მათ თქვენში დადებითი თვისებები დაინახონ იმისთვის, რომ მომავალში გააგრძელონ ეს ურთიერთობა. ასევე კრედიტორების შემთხვევაში, ისინი ყველაზე მეტ ყურადღებას აძლევენ ადამიანის სანდოობას. სესხის აღება საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებასაც ნიშნავს, რომელსაც კარგად უნდა გაუძღვეთ და დროულად დაფაროთ დაკისრებული გადასახადი, ხოლო თუ ეს მოულოდნელი მიზეზის გამო ვერ ხერხდება, პირდაპირ შეატყობინეთ კრედიტორს ამის შესახებ და ის აუცილებლად თქვენთან ერთად იფიქრეს ამ პრობლემის გადაწყვეტის გზებზე. სესხის უფრო მომგებიანი პირობებით მიღების შესახებ ეს და სხვა რჩევები შეგიძლიათ იხილოთ სტატიაში: „როგორ დავზოგოთ თანხა კრედიტის აღებისას?

მომწონდა?
მე მომწონს!

0

თქვენ შეაფასეთ ეს საქონელი


წაიკითხეთ ასევე:

← წინა

გამოხმაურებები

Continental City Credit
ქეთა ჩემი მრავალჯერი გამოცდილებიდან გეტყვით რომ საქართველოს სესხების ბაზარზე საუკეთესო კომპანიაა არაა, თუნდაც საიტიდან გამომდინარე, მაგრამ მცირე სესხისთვის სანდო კომპანია ნამდვილად არის.
Mogo
ვიტალი1 საქართველოში საუკეთესოზე საუკეთესო კომპანიაა ავტოკრედიტების ბაზარზე!
NetCredit
ალექსანდრე მადლობა ამ კომპანიას კარგი პერსონალისთვის და პირობებისთვის, ძალიან მიყვარს.
გამოხმაურებები →