თქვენ აქ ხართ

ბლოგი

14 დეკემბერი 2017 საუკეთესო სესხი საახალწლოდ

ახლოვდება ახალი წელი და ამასთან ერთად იზრდება მოთხოვნა სამომხმარებლო სესხებზე. დეკემბრის მეორე ნახევარი და იანვრის დასაწყისი - არის ის დრო, როცა ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება სწრაფი სესხის აღება. პირველ რიგში, მალე დადგება ახალი წელი და ყველას სურს, რომ მას ღირსეულად შეხვდეს - აჩუქოს ყველა ახლობელს კარგი საჩუქრები და გაშალოს ბარაქიანი სუფრა 31 დეკემბრის ღამეს. ხომ ცნობილია - როგორც შეხვდები ახალ წელს, ისე გაატარებ. ამიტომ ყველას უნდა შეხვდეს ახალ წელს საკმარისი ფულით, რაშიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ზამთრის პერიოდში უფრო მაღალია კომუნალური გადასახადები, უმეტესად გათბობის გამო. ამიტომ საახალწლო საყიდლებისთვის არსებული ბიუჯეტი არ არის საკმარისი.

28 ნოემბერი 2017 როგორ დავზოგო თანხა კრედიტის აღებისას?

მართალია, კრედიტი ნიშნავს დროებით თანხის მიღებას, თუმცა ხშირად ის დაკავშირებულია შემდგომში უფრო მეტი თანხის დახარჯვასთან. ამ დანახარჯის შესამცირებლად, გირჩევთ გამოიყენოთ ქვევით მოცემული რამდენიმე მარტივი მეთოდი.

27 ნოემბერი 2017 როგორ ამოწმებს კრედიტორი ჩემს შემოსავალს?

ნებისმიერი კრედიტორისთვის მნიშვნელოვანია, რომ მსესხებელმა დროულად და მთლიანად დაფაროს მის მიერ შემოთავაზებული სესხი. ამისთვის სხვადასხვა კრედიტორი სხვადასხვა ხერხს მიმართავს. თითოეულ მათგანს აქვს სპეციალური განაცხადი, რომლის შევსების შემდეგაც, ისინი წყვეტენ, მისცენ თუ არა კრედიტი ამ კონკრეტულ კანდიდატს. თითოეული კრედიტორი განაცხადში ისეთ პარამეტრებს რთავს, რასაც თავად მნიშვნელოვნად თვლის. ამიტომ სხვადასხვა კრედიტორის განაცხადი ერთმანეთისგან შესაძლოა რადიკალურად განსხვავდებოდეს. ისეთი პარამეტრები, როგორიცაა ყოველთვიური შემოსავალი, საკრედიტო ისტორია, თავმდები პირი - შესაძლოა მოთხოვილი იყოს ან არ იყოს კრედიტორის მიერ. ეს განსხვავდება კრედიტორის ტიპისა და სესხის ტიპის მიხედვით. ქვევით განვიხილავთ კრედიტორთა 3 ტიპს და მათთვის დამახასიათებელ დამოკიდებულებას მსესხებლის შემოსავლის მიმართ.

17 ოქტომბერი 2017 როგორია საქართველოში საგადასახადო სისტემა?

თითოეული ქვეყნის ეკონომიკის დიდი ნაწილი არის მისი საგადასახადო სისტემა. ზუსტად ის განსაზღვრავს ბიუჯეტის ოდენობას, იმას, თუ რამდენად მარტივია ამ ქვეყანაში ინვესტიციის შეტანა და რამდენად თავისუფალია ეკონომიკა. ამ სტატიაში განვიხილავთ საქართველოს საგადასახადო სისტემას, არსებულ გადასახადებს და იმას, თუ როგორ შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ.

10 ოქტომბერი 2017 რატომ აქვთ დაოჯახებულ მამაკაცებს უფრო მაღალი შემოსავალი?

არსებობს არაერთი მეცნიერული კვლევა, რომლის მიხედვითაც დაოჯახებულ მამაკაცებს გაცილებით უფრო მაღალი შემოსავალი აქვთ, ვიდრე მამრობითი სქესის დასაოჯახებელ წარმომადგენლებს. დაოჯახებულ მამაკაცებს საშუალოდ 25%-ით მაღალი შემოსავალი აქვთ.

25 სექტემბერი 2017 ფიზიკური პირის გაკოტრება საქართველოში

ქვეყანაში რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მრავალი ადამიანი არის სიდუხჭირის ზღვარს მისული. რთული ფინანსური მდგომარეობიდან გამოსვლის მრავალი გზა არსებობს, ერთ-ერთი მათგანია სესხის აღება (მოკლევადიანი ან გრძელვადიანი). იმის შესახებ, თუ როგორ მიიღოთ სესხი, შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს სტატიაში „როგორ მივიღოთ სესხი?“

21 სექტემბერი 2017 სად ინახება საკრედიტო ისტორია?

დღესდღეობით არსებობს სესხის მიღების ძალიან ბევრი საშუალება - ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, კერძო პირები (იხ. სტატია „ღირს თუ არა სესხის აღება მეგობრისგან?“). თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი მოთხოვნები მსესხებლის მიმართ, თუმცა ყველა კრედიტორისთვის საერთო ფაქტორი არის მსესხებლის საკრედიტო ისტორია.

17 აგვისტო 2017 როგორ იყოფა კრედიტი განქორწინებისას?

დღესდღეობით ძალიან პოპულარულია ოჯახური ცხოვრების დროს კრედიტის აღება. ეს კრედიტები ხმარდება რემონტს, მანქანის ყიდვას, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბინაში დამატებას და სხვა ოჯახურ მიზნებს.

16 აგვისტო 2017 ღირს თუ არა სესხის აღება მეგობრისგან?

ფინანსური, მით უმეტეს მოულოდნელი, პრობლემების დროს ადამიანების ნებისმიერ ხერხს მიმართავენ სიტუაციის გამოსასწორებლად. ყველაზე ხშირად გამოყენებადი ხერხების გარდა (კრედიტის მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან, კრედიტის ბანკიდან), ისინი მიმართავენ სხვა ხერხებსაც. ერთ-ერთი მსგავსი ხერხი არის სესხის აღება მეგობრისგან, ნათესავისგან ან უბრალოდ ნაცნობისგან. მსგავსი სიტუაციის შემთხვევაში, გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი, რომელსაც ამ სტატიაში განვიხილავთ.

14 ივლისი 2017 მსხვილი სესხები. სად გავაფორმოთ?

ონლაინ-სესხები კარგია იმით, რომ მათი მიღება არის სწრაფი და არ მოითხოვს ზედმეტი დოკუმენტების შეგროვებას. თუმცა ისინი, როგორც წესი, არ არის გათვლილი მსხვილ თანხაზე. სად არის შესაძლებელი მაქსიმალური ოდენობით მიკროსესხის მიღება?

გვერდები

გამოხმაურებები

Emma’s credit
ირაკლი* გამარჯობათ! მე ამ კომპანიის მუდმივი კლიენტი ვარ და მუდამ კმაყოფილი ვრჩები. მემგონი საქართველოს ფარგლებში საუკეთესო კომპანიაა.
Eurocredit
შოთა არ მომეწონა ეს საიტი საერთოდ. პასუხს რამდენიმე დღეს ველოდებოდი და არავინ არ მიპასუხა!
Wincredit.ge
მარიამი* პირველად როდესაც შევავსე განაცხადი უარყოფითი პასუხი მომივიდა სადაც ეწერა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ისევ ვეცადო. შემდეგ რომ ვცადე პასუხი საერთოდ არ მომივიდა ამიტომ კარგს ვერაფერს ვერ ვიტყვი ამ კომპანიაზე.
გამოხმაურებები →